ქალის მეზობელი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მძარცველებმა სახლიდან 50 ევრო, ბეჭედი და ჯვარი წაიღეს.
ბრალდებული შვიდი ქართველიდან სამი წარსულში ნასამართლევია. ისინი სასჯელს ანალოგიური ტიპის დანაშაულისთვის იხდიდნენ და ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდნენ. პოლიციის ინფორმაციით, დანარჩენი ოთხი ქართველი სწორედ მათ მიერ იყო მომზადებული.
ვარაუდობენ, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს 30-მდე ქურდობა აქვს ჩადენილი.