weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეგიონებში 15 ადგილობრივი გზის რეაბილიტაცია იწყება

11:28 სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017

კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონებში მსოფლიო ბანკთან ერთად 15 ადგილობრივი გზის რეაბილიტაცია იწყება, რომლის საერთო სიგრძე 100 კილომეტრია.

დაგეგმილია სადახლო-ცოფი-ახკერპის გზის (სომხეთის საზღვარი) რეაბილიტაცია მე-3 კმ-დან მე-8 კმ-ის ჩათვლით; წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია მე-4 კმ-დან მე-10 კმ-ის ჩათვლით; მეტეხი-ქვემო გომი-ნათლისმცემლის ტაძარი 1-ლი კმ-დან 5.6 კმ-მდე; გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლო მე-8 კმ-დან მე-15 კმ-ის ჩათვლით; აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა 3.4 კმ-დან 8.5 კმ-მდე (სნო-კარკუჩა); ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის გზის წინარეხი-ქვათახევის მონაკვეთი 1-ლი კმ-დან 4.6 კმ-მდე; წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარი მე-7 კმ-დან 14.3 კმ-მდე (ობუჯი-ჯიხაშკარი); წალენჯიხა-ჯვარი-ჯვარზენი მე-8 კმ-დან 12.6 კმ-მდე; მარნეული-თეთრიწყარო-წალკა 42-ე კმ-დან 47-ე კმ-ის ჩათვლით(ალექსეევკა-მენკალისა); თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისი მე-16 კმ-დან 20.6 კმ-მდე (დისველი-ბოლნისი); ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი 62-ე კმ-დან 68-ე კმ-ის ჩათვლით (ღადოლარი-კოთელია); მარნეული-თეთრიწყარო-წალკა დასაწყისიდან მე-6 კმ-მდე; თბილისი (პანტიანი)-მანგლისი 23-ე კმ-დან 32-ე კმ-ის ჩათვლით; არხილოსკალო-სამთაწყარო (აზერბაიჯანის საზღვარი) დასაწყისიდან მე-6 კმ-ის ჩათვლით; გუფთა-ონი 54-ე კმ-დან 63-ე კმ-ის ჩათვლით

აღნიშნული გზების აღდგენა 25-30 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]