weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კასპის პოლიციის სამი თანამშრომელი დამნაშავედ ცნეს მოქალაქის ცემაში

12:48 ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017

გორის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ზ.ფ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო კასპის პოლიციის 3 ყოფილი თანამშრომელი. გამამტყუნებელი განაჩენით თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის ზომად დაეკისრა ჯარიმის გადახდა 2000 ლარის ოდენობით.

ზ.ფ.-ს იურიდიულ დახმარებას ადამიანის უფლებათაცენტრი უწევდა. ადვოკატის ინფორმაციით, 2015 წლის 4 აპრილს პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქე ზ.ფ. თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან იძულებით ჩასვეს ავტომობილში და სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის წინაპირობა ზ.ფ.-ს მეუღლის მისამართით პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის შეურაცხმყოფელი საქციელი იყო, რის გამოც ზ.ფ.-მ პროტესტი გამოთქვა, ამას კი პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენება მოჰყვა.

ძალადობრივი ფაქტიდან ერთი თვის შემდეგ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ზ.ფ. ცნო დაზარალებულად, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პოლიციის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს, ერთი წლის მანძილზე ჭიანურდებოდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ არაერთი მოწოდებისა და მიმართვის შედეგად, 2016 წლის მაისში პოლიციის თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ. ისინი პასუხისგებაში მისცეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოები მართლმსაჯულებას უნდა ახორციელებდნენეფექტიანად და მოქალაქე წლების მანძილზე არ უნდა ელოდებოდეს სამართლიან გადაწყვეტილებას.

„ზ.ფ.-ს საქმემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას თანმდევი სისტემური პრობლემები, რომელთა აღმოფხვრა მხოლოდ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის პირობებშია შესაძლებელი. აუცილებელია, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც ბევრად უფრო ეფექტიანი და მიუკერძოებელი იქნება სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულების გამოძიებისას“, - განაცხადეს უფლებადაცვით ორგანიზაციაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]