weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინაში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა დააკავეს

13:49 ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა დააკავეს, რომელიც 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნებოდა.

„უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავას მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ: მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე და მისჯილი აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე) და მისჯილი აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე და მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულია ბ.რ.-ს წამების საქმეზე და მისჯილი აქვს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე და მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

პროკურატურის განცხადებით, ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება მეგის ქარდავას ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე; ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე; შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე; ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე.

მეგის ქარდავას მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

მეგის ქარდავას დაკავების ფაქტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. განცხადება მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. „მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ „უახლოეს თანაგუნდელს“ მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი“, - აღნიშნა სააკაშვილმა და ჩანაწერს დაურთო ბმული, რომელზეც ერთ-ერთი უკრაინული მედიასაშუალება საქართველოს ექს-პრეზიდენტის „უახლოესი თანაგუნდელის“ დაკავებაზე წერს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]