weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდის გამგებლის მოადგილე ავარიაში დაიღუპა

11:40 პარასკევი, 03 ნოემბერი 2017

თბილისი-ზუგდიდის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი დაიღუპა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და „ჯიპი“ შეეჯახნენ. ავარიის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თამაზ ჟორჟოლიანი ზუგდიდის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე 2016 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ის სოფელ ცაიშის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. მან ამომრჩეველთა ხმების 67% მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]