weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2019 და 2020 წლებში პენსია 20–20 ლარით გაიზრდება – ფინანსთა მინისტრი

15:54 პარასკევი, 03 ნოემბერი 2017

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2019 წელს და 2020 წელსპენსია 20-20 ლარით გაიზარდოს“, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

„ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში შემოვა საპენსიო რეფორმის კანონი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გამიზნული, რომ აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი. თუმცა ვიდრე ჩვენ ინდექსაციის ჩანაწერს განვიხილავთ, მინდა აღვნიშნო, რომმივიღეთ გადაწყვეტილება, 2019 და 2020 წელს ინდექსაციის მეთოდით, პენსიები2019 წელს - 20 ლარით და 2020 წელს – 20 ლარით გაიზრდება“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, პენსიების მომატების თემა მთავრობამ წინასაარჩევნო პერიოდში არ გამოიყენა.

„ჩვენ არ გამოვიყენეთ პოპულისტური ხერხი და მართალია, ვიცოდით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსია გაიზრდებოდა, თუმცა არ გავაკეთეთ ეს განცხადებები. არ მივეცით ფუჭი დაპირებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვაძლევთ დაპირებებს, რომელსაც ვასრულებთ. 2016 წელს მოქალაქეებს დავპირდით, რომ ეკონომიკა გაიზრდებოდა, ოთხპუნქტიანი გეგმა შესრულდებოდა და შესაბამისად, ჩვენ უნდა მივცეთ ის დაპირებები, რომელსაც შევასრულებთ“,  – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

2016 წლის 1 ივლისიდან ასაკით პენსიონერისთვის სახელმწიფო პენსია 180 ლარია.მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცოხვრები პირები დანამატის სახით, სახელმწიფო პენსიის 20%–ს იღებენ. შესაბამისად, მათი პენსია ყოველთვიურად 216 ლარია.

საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელია, ქალებისთვის – 60 წელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]