weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ერთ წელში დანამატი 41-ჯერ აიღო

17:11 პარასკევი, 03 ნოემბერი 2017

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ანაზღაურება 2016 წელს 145 291 ლარი იყო. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 32 640 ლარია, მან თითქმის 4.5-ჯერ მეტი სხვადახვა სახის დანამატი მიიღო, სულ 112 651 ლარი.

შალვა ხუციშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2015 წლის 5 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, 2004-2014 წლებში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტში. 

ოფიციალურად დეკლარირებული ინფორმაციით, შალვა ხუციშვილმა 2016 წელს აღნიშნულ თანამდებობაზე ანაზღაურების სახით 145 291 ლარი მიიღო, ანუ თვეში საშუალოდ 12 107.5 ლარი. აქედან, თანამდებობრივი სარგო შეადგენს 32 640 ლარს (მინისტრის მოადგილის სარგო თვეში 2720 ლარია), ხოლო დანარჩენი თანხა - 112 651 ლარი სხვადასხვა სახის დანამატებია

მიმდინარე წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ასევე სოლიდური რაოდენობით დანამატები მიიღეს შს მინისტრის სხვა მოადგილეებმაც. იმავე პერიოდში, მერაბ მალანიას თანამდებობრივი სარგოს და დანამატების ჯამურმა ოდენობამ 138 448 ლარი შეადგინა (თვეში საშუალოდ 11 537 ლარი). მათ შორის, დანამატების თანხა 105 808 ლარია, რაც მის თანამდებობრივ სარგოზე 3.3-ჯერ მეტია. 

132 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ანუ თვეში საშუალოდ 11 008 ლარი მიიღო მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ - დავით ვარდიაშვილმა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2016 წლის იანვარში დაინიშნა. 

„რეგინფო“ წერდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრზე მაღალ ანაზღაურებას 27 მაღალჩინოსანი იღებს. გიორგი მღებრიშვილის წლიური ხელფასი 75 859 ლარია, მისი ერთ-ერთი მოადგილისა და სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის ანაზღაურება კი 154 288 ლარი იყო, ანუ თვეში 12 857 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]