weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამ ხეს არავის გავატან, შევაკვდები - 94 წლის ოლია თოდუა 150 წლის მაგნოლიას გაყიდვაზე უარს ამბობს

21:09 პარასკევი, 03 ნოემბერი 2017

ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში მცხოვრები ოლია თოდუა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი 150 წლის მაგნოლიას გაყიდვაზე უარს ამბობს. „სანამ ცოცხალი ვარ, ამ ეზოდან ამ ხეს ვერავინ გაიტანს, ან მე შევაკვდები ან მოვკლავ ვინმეს“, - ციტირებს სამეგრელოს რეგიონული რადიო „ათინათი“ ოლია თოდუას კომენტარს.

ოლია თოდუას თქმით, ბოლო პერიოდში მას უცნობი ადამიანები ხშირად სტუმრობენ და ხის წაღების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობენ.

რადიო „ათინათი“ ოლია თოდუას მეზობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 150 წლის მაგნოლიას შესყიდვა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სურს.

„მილიონი რომ მომცენ, ამ ხეს მაინც არ გავყიდი. ყოველი სტუმარი, რომელიც ჩემს ეზოში შემოდის, ამ ხის წამღები მგონია, მკლავენ ნერვიულობით.ეს ადგილი ნაეკლესიარია და აქ მიცვალებულების სამარხებია. ვფიქრობ, აქ მაგნოლია სწორედ ამიტომ დარგეს“, - ამბობს ოლია თოდუა.

„ათინათის“ ცნობით, სოფელ ინგირში, კერძო საკუთრებაში არსებული ასწლოვანი მუხის ამოღების სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას გურიაში, ზღვის პირას მდებარე სოფელ შეკვეთილში უახლოეს დღეებში გადაიტანენ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საკუთარ დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხეები სხვადასხვა ადგილიდან გადააქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]