weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

10:51 კვირა, 05 ნოემბერი 2017

კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, არხში წყლის საპროექტო ხარჯის გატარების უზრუნველსაყოფად 56 კილომეტრიანი მონაკვეთი დანალექისგან იწმინდება. 

„2012 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 46 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 15 409 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული 3924 ჰექტრამდეა გაზრდილი“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, დღეისთვის „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით 49 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]