ართანაში თელავის გამგებლის წარმომადგენლის ბესიკ გაიპარაშვილის ინფორმაციით, დაკვამლიანება სოფლიდან დაახლოებით 15 კილომეტრში, იმ ადგილის მახლობლად შეინიშნება, სადაც ორი თვის წინ ტყე იწვოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა.
თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, კოხტას გორაზე გუშინ საღამოს გაჩენილ ხანძარს მეხანძრე-მაშველები აქრობენ. როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ალპურ ზონაში ცეცხლი ხმელ ბალახსა და ფოთოლს უკიდია და მისი ტყეზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ართანაში თელავის გამგებლის წარმომადგენლის ბესიკ გაიპარაშვილის ინფორმაციით, დაკვამლიანება სოფლიდან დაახლოებით 15 კილომეტრში, იმ ადგილის მახლობლად შეინიშნება, სადაც ორი თვის წინ ტყე იწვოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა.
ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11