weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფცადან ბერძენაულის სკოლამდე მასწავლებლები ბაგირზე დაკიდებით გადაადგილდებიან

17:37 კვირა, 05 ნოემბერი 2017

ქარელის მუნიციპალიტეტში მდინარე ფრონეზე გადებული საფეხმავლო ხიდი ერთმანეთთან სოფლებს ფცას და ბერძენაულს აკავშირებს. ფცაში მცხოვრები მასწავლებლები, რომლებიც ბერძენაულის საჯარო სკოლაში ასწავლიან, სახიფათო ხიდზე ყოველდღე გადიან. მდინარეში რომ არ ჩავარდნენ, პედაგოგები ბაგირს ეკიდებიან და დაახლოებით 200 მეტრს ასე გადაადგილდებიან.

„ყოველდღე ველოდებით, რომ მდინარეში ჩავვარდებით. ამ ხიდით ჩვენი სოფლიდან ბერძენაულამდე 1 კილომეტრია. ტრანსპორტი არ არის და სკოლაში ფეხით დავდივართ. შემოვლითი საავტომობილო გზით რომ ვისარგებლოთ, 15 კილომეტრზე მეტია. რამდენიმე სოფელი უნდა გავიაროთ.  ხიდზე ფიცარი ბევრ ადგილას საერთოდ აღარ არის და ბაგირზე გავდივართ. ზოგან ჯერ კიდევ შემორჩენილია, მაგრამ დამპალია. რომ ჩატყდეს, ხელით ბაგირს ვეჭიდებით, რომ წყალში არ ჩავვარდეთ“, – ციტირებს qartli.ge ბერძენაულის სკოლის მასწავლებლის ალჟუნი ობლიშვილის კომენტარს. 

სოფელ ფცადან ბერძენაულამდე, სადაც იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, ადგილობრივი მცხოვრებლებიც ამ ხიდის გავლით გადაადგილდებიან. 

ფცაში მცხოვრები მარინე კობალაძე ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ, დაზიანებული ხიდიდან მამაკაცი მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. 

საფეხმავლო ხიდი ბოლოს 12 წლის წინ შეკეთდა. ადგილობრივებმა ხიდის რეაბილიტაციის თხოვნით, 2016–2017 წლებში ქარელის გამგეობას არაერთხელ მიმართეს. ზაზა გულიაშვილი, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებლად 2014 წლიდან მუშაობს და 2017 წლის 21 ოქტომბრის მერის არჩევნებშიც გაიმარჯვა, აღნიშნავს, რომ თუ ამინდებმა ხელი შეუწყო, შეეცდება მდინარე ფრონეზე გადებული ხიდის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე მოასწროს.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]