weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეებს ახალი ბინები გადასცა

14:22 ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თბილისში, ვარკეთილის რაიონში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინა 242 მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა. ლევან იზორიამ საცხოვრებელი კორპუსი საზეიმო ვითარებაში ბავშვებთან ერთად გახსნა, რის შემდეგაც ახალი მობინადრეების მიერ ბინების გადანაწილება ლოტოტრონის პრინციპით განხორციელდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათგან, ვისაც დღეს ბინები გადაეცა, 26 სამხედრო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული პირია, ხოლო დანარჩენი 216 ყოფილი თუ მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან 2007-2009 წლებში საბინაო კონტრაქტები დაასრულეს.

კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. საცხოვრებელი ფართით უკვე 1 286 პირი დაკმაყოფილდა. ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროს ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება კიდევ 714 პირთან აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]