weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

11:21 სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ადვოკატი გიორგი ონიანი დამნაშავედ სცნო და ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, გიორგი ონიანი პოლიტიკური პატიმარია.

„გოგა გახლავთ ივანიშვილის მორიგი პოლიტიკური პატიმარი. დიახაც, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, რომ არა მისი პოლიტიკური საქმიანობა, ეს ადამიანი დღეს დაკავებული არ იქნებოდა. გოგა ონიანი რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, დღეს დაკავებული არ იქნებოდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ სასამართლო სხდომის შემდეგ.

პროკურატურა თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ონიანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ სიყალბეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ასევე პოლიტიკური დევნასა და განზრახ უკანონო დაკავებას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს, გიორგი ონიანმა შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი უკანონოდ დააკავა. კომპანია „ქართული ოცნების“ ლოგოიან მაისურებს ამზადებდა. პროკურატურის განცხადებით, ამ შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, კიდევ ერთი პირის დევნა განახორციელა და ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლევან მდინარაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]