„სპორტ კაფე“ გორის ცენტრში, სტალინის გამზირის მიმდებარედ 10 წელია ფუნქციონირებს. Qartli.ge-ს ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისში მისმა ოფიციალურმა მეპატრონემ, გიორგი კანდელაკმა რესტორნის წინ, დაახლოებით 80 კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთის დამატებით შესყიდვა მოითხოვა. ქალაქის საკრებულომ ბიზნესის გაფართოების მიზნით, მეწარმეს მიწის შესყიდვაზე თანხმობა მისცა. გიორგი კანდელაკმა ძველი რესტორნის დანგრევა-გადაკეთება და ახლად ნაყიდ ტერიტორიაზე ბიზნესის გაფართოება დაიწყო.
გიორგი კანდელაკი საზოგადოება „გორელის“ წევრია. ორგანიზაცია საბჭოთა დიქტატორის მშობლიურ ქალაქში სტალინის ძეგლის აღდგენას ითხოვს. Qartli.ge-ს ინფორმაციით, კანდელაკმა სტალინის საპატივსაცემოდ რესტორნის პირველ სართულზე „სტალინის ოთახი“ მოაწყო.