weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

11:09 ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017

„ილია - ჩვენი თანამედროვე“ - ამ სლოგანით, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიებები საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, 8 ნოემბერს, 11:00 საათიდან დაიწყება ლიტერატურული კონკურსით, თემაზე - „ილია - ჩვენი თანამედროვე“; გურამიშვილების მარანში გაიმართება სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან და ლექცია, თემაზე - „ილია და მეღვინეობა“; ხელოვანებისა და პუბლიცისტებისთვის 8 კატეგორიაში გაიცემა ილიას პრემია; მოეწყობა საბავშვო-გასართობი კუთხეები; კინოჩვენება, გამოფენები და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა; საღამოს დაასრულებს მუსიკალური პროექტი „საგურამოს ეზო“, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 8 ნოემბერს, თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით, მოქალაქეებს უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება. ავტობუსები ვარდების მოედნიდან 13:00 საათსა და 18:30 საათზე გავა.

8 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა - „ილია ჭავჭავაძე - 180“. 10:00 საათიდან დაიწყება საიუბილეო ღონისძიებები ყვარელში. ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, მუზეუმის დაარსებიდან 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება; ახალგაზრდობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; კახური ტრადიციული კერძებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის დაგემოვნება; ასევე, დაჯილდოვდებიან 2016 -2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები.

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი თბილისში 7 ნოემბერს, 18:00 საათიდან დაიწყო. თბილისის კლასიკურმა გიმნაზიამ უმასპინძლა გამოფენას - „ჩვენ ილიასთან ისტორია გვაკავშირებს“, რომელზეც წარმოდგენილი იყო სკოლის მუზეუმში დაცული ექსპონატები, უნიკალური ხელნაწერები და ილია ჭავჭავაძის ნივთები; ასევე, დაარსდება სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოება. 8-დან 20 ნოემბრის ჩათვლით კი, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ლექცია-დისკუსიები გაიმართება.

9 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დაიდგმება სპექტაკლი „ მგზავრის წერილები“; ხოლო 10 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში -„კაცია-ადამიანი?!“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]