weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

28 წლის მამაკაცის თვითმკვლელობაში ოჯახი პოლიციას ადანაშაულებს

12:40 ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017

ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდის თვითმკვლელობის მიზეზი პოლიციის მხრიდან ზეწოლა გახდა.

გარდაცვლილის დის განცხადებით, სამართალდამცავები მის ძმას ემუქრებოდნენ და თანამშრომლობას აიძულებდნენ.

„ჩემი აზრით, ეუბნებოდნენ – ან ითანამშრომლე ჩვენთან, ან დაგიჭერთო. ეს იყო მუქარა, რომელიც ვერ აიტანა. პირადად მე მითხრა, რომ ან თავი უნდა მოვიკლა, ან ეგენი უნდა მოვკლაო. მათ ვერაფერს დაუშავებდა და ისევ თავის თავს ავნო. ჩემი მოთხოვნაა, რომ არ ვნახო ჩემს ჭიშკართან პოლიცია და მეორე, ჩემს ძმას, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, აწერინებენ რაღაც საბუთზე ხელს უმშობლოდ, ამოიღონ ის საბუთი და მაჩვენონ რაზე მოაწერინეს ხელი. დამთავრდეს ჩემი ძმების შეწუხება, რომლებიც ჯართს აგროვებენ და ისე ჭამენ პურს“, – აცხადებს გარდაცვლილის და.

მისივე ინფორმაციით, მისი ძმები პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე ჰყავდათ დაბარებული.

ამირან კვირიკაშვილის ოჯახის წევრების ბრალდებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. 

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]