სახალხო დღესასწაულზე გაიმართება თამბაქოს ჭრის პროცესი, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ქედის ისტორიული მუზეუმის ექსპონანტების გამოფენა, წიგნის პრეზენტაცია და სპორტულ-გასართობი ღონისძიებები. მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში შეტანული წვლილისთვს სამ მოქალაქეს საპატიო ქედელის წოდება მიენიჭება.
სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ 1994 წელს დაარსდა და ტრადიციულად ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში იმართება.
წელს ღონისძიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 985 ლარი გამოიყო.