weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალციხეში 3 პირი თურქულ ბარში ჩხუბის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს

21:34 ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017

სამართალდამცავებმა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.კ., 1984 წელს დაბადებული ი.ბ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ბ. ახალციხეში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.კ., ი.ბ., და ლ.ბ. 9 ნოემბერს, გვიან ღამით, ე. წ. საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ-ერთ თურქულ ბარში მივიდნენ. მათ ბარში მყოფ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, შესვლისთანავე, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადგილზე დააკავა.

"ბარში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გამოიკითხა ყველა მოწმე.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამივე პირი პოლიციამ ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. ერთ-ერთმა დაკავებულმა, გ.კ.-მ დამატებითი სამედიცინო შემოწმება მოითხოვა. პოლიციამ იგი, შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანა. საავადმყოფოში გ.კ.-ს ჯანმრთელობის დეტალური შემოწმება ჩაუტარდა, კომპიუტერული ტომოგრაფიების ჩათვლით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას რაიმე სახის დაზიანება ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არ აღენიშნება. გ.კ. ამჟამად გადაყვანილია ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმის განხილვა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]