weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბოლო ერთ თვეში დმანისის რაიონში მიწისძვრა 3–ჯერ მოხდა

20:53 სამშაბათი, 09 მაისი 2017

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისის რაიონში მიწისძვრა 3–ჯერ მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები ბოლოს 9 მაისს, 15:07 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის დასავლეთით 18 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოსთან იყო და სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრა დმანისის რაიონში დღეს, დილითაც მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 10:32 საათზე, ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ ფოკასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.

ამავე სიმძლავრის მიწისძვრა დმანისის რაიონში 18 აპრილსაც მოხდა, დმანისიდან 12 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან.

შეგახსენებთ, 3 მაისს, მიწისვრა მოხდა კახეთშიც. 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი ლაგოდეხის რაიონში იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]