weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქუთაისის სტადიონზე „ქართული მარშის“ წევრები შეიჭრნენ

23:45 ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრებისა და ბელარუსის ამხანაგური შეხვედრის დაწყებამდე „ქართული მარშის“ წევრები შეიჭრნენ. ისინი „ვიტესის“ კაპიტანსა და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრ გურამ კაშიას უცენზურო სიტყვებით აგინებდნენ და ლგბტ თემის მიმართ ფეხბურთელების მიერ გამოხატულ სოლიდარობას ჰომოფობიური შეძახილებით აპროტესტებდნენ.

სტადიონზე შეჭრამდე ააფეთქეს პიროტექნიკაც. სტადიონის დაცვის სამსახურმა ცოტა ხნით შესასვლებებიც ჩაკეტა, რამაც გულშემატკივრების პროტესტიც გამოიწვია. მომხდარის გამო ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. „ქართული მარშის“ წევრებმა სტადიონზე ლგბტ თემის დროშა დაწვეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მათ სტადიონი დაატოვებინეს. მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.

დაპირისპირების და ხულიგნობის მიუხედავად, თამაში არ შეწყვეტილა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის განმარტებით, გურამ კაშიამ მას თამაშის მიმდინარეობისას შეცვლა სთხოვა, რაც დააკმაყოფილა. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.

სტადიონის დატოვებამდე „ქართული მარშის“ წევრები პოლიციელების თანდასწრებით იგინებოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, თუმცა ხულიგნობის მიუხედავად, სამართალდამცავებს „ქართული მარშის“ არცერთი აქტივისტი არ დაუკავებიათ.

„მივმართავ კაშიას, გურამ, ჩემო ძვირფასო, შენი საქციელი შენს გულშემატკივარს არ მოეწონა. ის მაინც ეთქვა - ბოდიში, ძმებო, არ მეგონა, თუ ასე გატკენდით გულსო. მთელმა მსოფლიომ გაიგო ამ ამბის შესახებ“, - განაცხადა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია კორკოტაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]