weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძე აირჩიეს

14:40 ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2017

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძე, მოადგილედ კი გიგა ორკოდაშვილი აირჩიეს. თხლაშიძე 2014 წლიდან 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებამდე ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ის ახმეტა–თელავის მაჟორიტარი ეპუტატის გელა სამხარაულის ცოლის ძმა.

ახალარჩეული საკრებულის პირველ სხდომაზე კომისიების თავმჯდომარეებიც აირჩიეს. იურიდიულ საკითხთა კომისიას ნანა ხვისტანი უხელმძღვანელებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას - დავით გოგიშვილი; სოციალურ, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას - ლევან კოჭლოშვილი; ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას - ალექსანდრე შათირიშვილი; სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიას კი დავით ღაღანიძე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 35 წევრიდან 20 მაჟორიტარული და 15 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატია. ახალი მოწვევის საკრებულოში „ქართულ ოცნებიდან“ 27 დეპუტატია შესული. 5 მანდატი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა, 2 – „ევროპულმა საქართველომ“, 1 მანდატი კი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]