weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახალხო დამცველი ე.წ. „ციანიდის საქმის“ მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

15:58 ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2017

დეკანოზი გიორგი მამალაძის ბრალდების საქმისადმი არსებული დიდი ინტერესისა და საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობის კონსტიტუციური მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი ე.წ. „ციანიდის საქმის“ მონიტორინგის ძირითადი მიგნებებს აქვეყნებს.

სასამართლო პროცესების მონიტორინგისა და საქმის გამოძიების მასალების შესწავლის შემდგომ მომზადებულ დოკუმენტში სახალხო დამცველი მიმოიხილავს ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროცესუალურ ხარვეზებს.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს პატივისცემას სასამართლოს ინსტიტუციის მიმართ და არ განიხილავს გიორგი მამალაძის ბრალეულობისა და მტკიცებულებათა შეფასების საკითხს, რაც მისი განცხადებით, მხოლოდ მოსამართლის კომპეტენციას განეკუთვნება.

ე.წ. „ციანიდის საქმემ“ 2017 წელს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, თუმცა გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა. სახალხო დამცველის აპარატი ერთადერთი ნეიტრალური ორგანო იყო, რომელმაც სასამართლო პროცესის მონიტორინგი განახორციელა.

სახალხო დამცველის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სასამართლო სხდომები არსებითი საპროცესო ხარვეზების გარეშე წარმართა, შეუძლებელი გახდა გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევების გამოსწორება, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

სახალხო დამცველმა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. გარდა ამისა, საჯარო პირთა წინასწარმა განცხადებებმა ხელი შეუწყო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე ბევრად ადრე, შექმნილიყო საზოგადოებრივი განწყობა გიორგი მამალაძის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

უჩა ნანუაშვილის თქმით, დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში ჩააყენა ადვოკატებისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებამ, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, არ ემსახურებოდა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და ზედმეტი და არასაჭირო შეზღუდვა იყო ბრალდებულისთვის. მხარეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა უფრო თვალსაჩინო იყო იმ ფონზე, როცა მთავარი პროკურატურა ასაჯაროებდა საქმეში არსებულ მთავარ მტკიცებულებებსა და მოწმეთა ვინაობას.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად არ მისცეს აეროპორტის ვიდეოჩანაწერების მოპოვების საშუალება, რაც საქმისთვის მნიშვნელოვანი ნეიტრალური მტკიცებულება იქნებოდა. ხოლო, პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დაცვის მხარეს მოესპო შესაძლებლობა ჩაეტარებინა საქმისთვის ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ექსპერტიზა.

ამ და სხვა ხარვეზების გამო, გამამტყუნებელ განაჩენში არ არის განხილული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატი გააგრძელებს ე.წ. „ციანიდის საქმის“ სასამართლო პროცესის მონიტორინგს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პარალელურად კი იმედოვნებს, რომ პროკურატურის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაწყებული სხვა გამოძიებები მიუკერძოებლად და ეფექტიანად წარიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]