weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მსჯავრდებული ნუგზარ ქავთარაშვილი პროტესტის ნიშნად 37 დღეა შიმშილობს

18:37 ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2017

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებული ნუგზარ ქავთარაშვილი, პროტესტის ნიშნად 37 დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქავთარაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნუგზარ ქავთარაშვილი„რუსთავი 2“-თვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის მას შემდეგ დააკავეს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს უარი უთხრა ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე.

„დაკავების შემდეგ ბათუმში გადამიყვანეს, სადაც პოლიციის უფროსმა დანაშაულის აღიარება მომთხოვა. წინ ორი თაბახი დამიდო. „იარაღი“ და „წამალი“ ეწერა. ნებისმიერი აირჩიეო. ჩეჩენი ხარ და ვინ დაიჯერებს, რომ იარაღი არ გქონდაო“, - ამბობს მსჯავრდებული.

მსჯავრდებულის ადვოკატის ლალი ბუნტურის თქმით, ნუგზარ ქავთარაშვილს სასჯელის სახით სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქავთარაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს.

მისჯილი, პროტესტის ნიშნად 37 დღეა შიმშილობს და ციხის საავადმყოფოში იმყოფება. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს. მსჯავრდებულს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. საქმეზე მორიგი სხდომა11 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები ნუგზარ ქავთარაშვილი 2016 წლის 2 აგვისტოს, თბილისში, აჭარის ა/რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულის ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. კერძოდ, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, „AK-74“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის  ავტომატი და 36 ვაზნა.

ნუგზარ ქავთარაშვილის დაკავება ახლობლებმა პანკისის ხეობაში აქციით გააპროტესტეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

„ოჯახის წევრებთან ერთად მივდიოდით თბილისში. მთელი გზა უკან მოგვყვებოდნენ. თბილისში რომ ჩამოვედით, სახლში ვივახშმეთ. რამდენიმე წუთში მას დაურეკეს და გავიდა. შუქნიშანს არ იყო გაცდენილი, რომ 50-მდე შეიარაღებული ადამიანი დაესხა თავს და დააკავეს. სხვა მანქანაში გადასვეს და წაიყვანეს. მას თან იარაღი არ ჰქონია, ჩაუდეს. ჩვენ ხომ მასთან ერთად ვიყავით, რატომ არ დაგვკითხეს? ან სახლი რატომ არ გაჩხრიკეს, იქნებ სახლშიც ჰქონდა იარაღი“,- აცხადებდა ნუგზარ ქავთარაშვილის და, ნონა ქავთარაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]