weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

აგენტი-პროვოკატორის მეშვეობით დაკავებული რიჩარდ შაშიაშვილი გაათავისუფლეს

00:35 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017

კახეთის საოლქო პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (ე.წ. ფინანსური პოლიცია) კახეთის სამმართველოს მიერ დაკავებული რიჩარდ შაშიაშვილი გაათავისუფლა. შაშიაშვილმა კახეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი უკვე დატოვა.

„2017 წლის 15 ნოემბერს, ახმეტაში, რუსთაველის ქუჩა N49-ში მდებარე ფოტო-ატელიეს შენობაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკავებულ იქნა რ. შ., რომელიც იმავე დღეს შესახლებულ იქნა კახეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

2017 წლის 16 ნოემბერს, პროკურორის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება რ. შ.-ის გათავისუფლების შესახებ, რადგან სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მისაღწევად, მისი დაკავება აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა“, - განუცხადეს „რეგინფოს“ მთავარ პროკურატურაში.

გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე, ახალი ამბების სააგენტო „რეგინფომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, რიჩარდ შაშიაშვილი, რომელიც ახმეტაში, რუსთაველის გამზირზე კომპიუტერული და ფოტო მომსახურების სერვისს ამუშავებდა, 15 ნოემბერს აგენტი–პროვოკატორის მეშვეობით დააკავეს. მას ყალბი აქციზური მარკების დამზადება-რეალიზაციაში ადანაშაულებენ.

„რეგინფომ“ ჰკითხა საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, რატომ მოაწყეს დანაშაულის პროვოკაცია და რატომ ჩაადენინეს მოქალაქეს დანაშაული, რაზედაც სამმართველოს ხელმძღვანელმა პირმა განმარტა, რომ „ის ქალი“ მათი აგენტი-პროვოკატორი არ არის.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, აგენტი-პროვოკატორი 50 წლამდე ასაკის ქალია და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ სხვა პირთა საქმეებშიც ფიგურირებს. „რეგინფო“ იკვლევს ამ საქმეებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]