weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საფრანგეთში კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს, რომელთა შორის ქართველები არიან

13:26 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში, პარიზსა და მის მიმდებარე ქალაქებში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. 35 დაკავებულიდან 8 ქალია, ძირითადად ქართველები. დაკავებულებს შორის ასევე არიან კანონიერი ქურდები ქუთაისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 26 წევრი: 1970 წელს დაბადებული ე.დ., ე.წ. კანონიერი ქურდი - 1981 წელს დაბადებული გ.ფ., ე.წ. კანონიერი ქურდი - 1980 წელს დაბადებული ნ.გ., ე.წ. კანონიერი ქურდი - 1972 წელს დაბადებული ი.ხ., ე.წ. კანონიერი ქურდი - 1979 წელს დაბადებული რ.დ., ე.წ. კანონიერი ქურდი - 1979 წელს დაბადებული ნ.ნ., 1986 წელს დაბადებული ი.კ., 1972 წელს დაბადებული გ.რ., 1975 წელს დაბადებული დ.ჩ., 1984 წელს დაბადებული მ.პ., 1979 წელს დაბადებული ლ.ქ., 1977 წელს დაბადებული ხ.გ., 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1980 წელს დაბადებული მ.ს., 1977 წელს დაბადებული ნ.კ., 1985 წელს დაბადებული ს.გ., 1972 წელს დაბადებული ნ.ს., 1974 წელს დაბადებული ე.ს., 1995 წელს დაბადებული ა.ს., 1977 წელს დაბადებული ლ.პ., 1973 წელს დაბადებული ა.ჭ., 1964 წელს დაბადებული თ.ა., 1973 წელს დაბადებული ზ.წ., 1983 წელს დაბადებული თ.გ., 1980 წელს დაბადებული თ.ჭ., 1979 წელს დაბადებული რ.ზ. და 1975 წელს დაბადებული ნ.ქ. ქურდობის, ნაქურდალი ნივთების შენახვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით დააკავეს.

შსს–ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები პარიზსა და მის მიმდებარე ქალაქებში ყოველდღიურად ქურდავდნენ მაღაზიებს, ბინებს და ე.წ. „ქურდულ საერთოს“ აგროვებდნენ. ასევე, დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები მოპარული ნივთების გაყიდვის მიზნით, პარიზში მცხოვრებ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებთან იყვნენ კავშირში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ეზოების ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ფული, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ნიღბები, ყალბი დოკუმენტები, ე.წ. „ატმიჩკები“ და მოპარული ავტომანქანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებას საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიცია და პარიზის ფინანსური პოლიცია აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]