სკოლის დირექტორის მანანა მანუკიანის განმარტებით, მათ სკოლას ადრე ორსართულიანი შენობა ჰქონდა, რომელიც სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაინგრა.
„ძველი სკოლის შენობაში 100-ზე მეტი მოსწავლე გვყავდა. ბავშვები იმიტომ შემცირდნენ, რომ ოჯახები სოფლიდან წავიდნენ. ვინც დარჩა, 9 კლასს აქ ამთავრებს, მერე საშუალო განათლების მისაღებად ახქერფის სკოლაში დადიან. ახალი სკოლის მშენებლობის თხოვნით განათლების სამინისტროს მივმართეთ. იმედი გვაქვს, რომ ახალი სკოლა გვექნება“, – ციტირებს მანანა მანუკიანის კომენტარს მარნეულის სათემო რადიო.
სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლამ წელს ორი პირველკლასელი მიიღო. ბავშვები სპეციალური საჭიროების მქონენი არიან, თუმცა სკოლაში შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებელი არ ჰყავთ.
სოფელი ჩანახჩი მარნეულიდან 70 კილომეტრით არის დაშორებული.