weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კოდა-ჭვრინისის მონაკვეთზე რუსი სამხედროები რკინის ღობეს აკეთებენ

15:22 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017

ქარელის რაიონში, სოფლების კოდასა და ჭვრინისის მონაკვეთზე, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ რუსი სამხედროები რკინის ღობეს აკეთებენ. კოდაში გამგებლის წარმომადგენლის მარიამ გულისაშვილის ინფორმაციით, სოფელ ჭვრინისიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში ღობის ასაგებად ტყის ნაწილი გაჩეხეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კოდა-ჭვრინისის სეგმეტზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტი გასულ თვეში დაფიქსირდა.

„ჩვენი შეფასებით ეს არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების მორიგი ფაქტი, რომელიც თავისმხრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არამარტო ქმნის კონკრეტულ პრობლემებს, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე“, - განაცხადეს სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა ცენტრალური მთავრობის სახელით გუშინ ერგნეთში გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ამსახველი დეტალური მასალა ასევე გაზიარებულ იქნა ეუთოს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან წარმოდგენილ საერთაშორისო მედიატორებთან.

ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 2017 წლის 19 დეკემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]