დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მას ჭრილობები ქვედა კიდურებსა და სხეულის სხვადახვა ადგილზე აქვს. პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამძიებო მოქმედებები. სამართალდამცავები ახალგაზრდას მოგვიანებით დაკითხვენ.