weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„ტაბულას“ ჟურნალისტების მიმართ მუქარაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

12:54 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და „ტაბულა მედიას“ თანამშრომლების მიმართ მუქარაში ბრალდებულ გოჩა მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს დაახლოებით 13:15 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ.მ. მივიდა თბილისში,  სამოქალაქო განათლების ფონდ „ტაბულა მედიას“ ოფისში, სადაც „ტაბულა მედიას“ თანამშრომლებს - ხ.ღ-ს, თ.ნ-ს, ა.ა-ს, ა.გ-ს და შ.ტ-ს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. აღნიშნულ პირებს  მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.

„დღის პირველ ნახევარში, ტაბულას ოფისში მოვიდა მამაკაცი, რომელმაც იკითხა, თუ რა ორგანიზაცია იყო აქ და რატომ ხედავდა ჩვენი ოფისის აივანზე ლევან სუთიძეს, რომელიც ტაბულას ჟურნალისტი და გადაცემის „საუბარი რელიგიაზე“ წამყვანია. მას შემდეგ, რაც მას უთხრეს, რომ „ტაბულას“ ოფისია, მამაკაცმა თქვა, რომ თუკი ერთი თვის ვადაში ოფისს არ დავცლით, ის ჩვენს ოფისს გადაწვავს. ამის შემდეგ, მამაკაცი ეზოში გავიდა და ჩვენი აივნის წინ ყვირილი დაიწყო. გოჩა მაისურაძე ამტკიცებს, რომ ომის ვეტერანი და სნაიპერია. მაისურაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც დაუდასტურა, რომ თუკი ოფისს არ დავცლიდით, გადაწვავდა და „შემსრულებელი“ იყო“, – იუწყება „ტაბულა“.

სამართალდამცველებმა გოჩა მაისურაძე იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაუდო ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეების არსებობა. 

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]