weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთმა სტალინის ნეშტი საქართველოს უნდა გადასცეს - კადიროვი

13:21 სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის აზრით, რუსეთმა კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს და იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოს გადასცეს. მისი განცხადებით, რუსეთში შვებით ამოისუნთქებენ მას შემდეგ, რაც ეცოდინებათ, რომ სტალინის სულმა ქვეყანა დატოვა.

„საქართველო ნაწილი იყო საბჭოთა კავშირისა, რომელსაც იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა. ამიტომ ლოგიკური და სამართლიანი იქნება, საქართველოს მისი დამარხვის შესაძლებლობა მიეცეს. რუსეთის მილიონობით მცხოვრები კი შვებით ამოისუნთქებს, რადგან ეცოდინებათ, რომ სტალინის სულმა რუსეთი დატოვა“,- განაცხადა კადიროვმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.

მანამდე ჩეჩნეთის მეთაური ვლადიმერ ლენინის დასაფლავების და ფედერალურ დონეზე ნიკიტა ხრუშჩოვის ხსოვნის უკვდავყოფის ინიციატივით გამოვიდა.

საბჭოთა კავშირის ლიდერი იოსებ სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა. ამ პრიოდიდან მისი ბალზამირებული ნეშტი ლენინის მავზოლეუმში ინახებოდა. 1961 წლის 31 ოქტომბერს კი ის მავზოლეუმიდან გამოიტანეს და კრემლის კედელთან დაასაფლავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]