weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შუახევში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

13:45 სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. საკრებულოში „ქართული ოცნების“ 19 წევრიდან, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი დავითაძეს, რომელიც ასევე „ქართული ოცნების“ წევრია, ხმა მხოლოდ 12-მა დეპუტატმა მისცა. თავმჯდომარის ასარჩევად 13 ხმა იყო საჭირო.

შუახევის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ საკრებულოში სულ 24 დეპუტატია, გუშინდელ სხდომაში 23 მონაწილეობდა. 

საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად განმეორებითი სხდომა დღეს, 14:00 საათისთვის დაინიშნა. თავმჯდომარეობის კანდიდატი ისევ გიორგი დავითაძეა. 

„კანდიდატი, რომელიც იყო წამოყენებული, გიორგი დავითაძე, კონსულტაციების შედეგად ეს პიროვნება რჩება და სხდომის შედეგად მას ავირჩევთ. მოხდა შეთანხმება და უნდა იყოს უმრავლესობა, 19-ვე ხმით უნდა აირჩეს ბატონი გიორგი. პატარა გაუგებრობა იყო, რაღაც შეცდომები და ამის ხარჯზე მოხდა. ეს დარღვევა დღეს იქნება გამოსწორებული“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ვახტანგ ზოიძე. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სოსლან ზოიძის განცხადებით, საკრებულოს წევრები „ქართული ოცნების“ შტაბში დაიბარეს და მათზე ზეწოლა განხორციელდა. „აჭარის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლამის ნახევარი აქ იმყოფება. დეპუტატებზე მიმდინარეობს ზეწოლა, გადაბირება. ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ არჩევნებში, თუ იგივე კანდიდატი წარმოადგინეს თავმჯდომარის თანამდებობაზე. თუ გუშინ საკრებულოს წევრებმა ხმა არ მისცეს და დღეს გადაწყვეტილება შეცვალეს და ხმა მისცეს იგივე კანდიდატს, გასაგებია, რომ ეს იქნება ზეწოლის შედეგი“, - აღნიშნა სოსლან ზოიძემ. 

იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ისევ გიორგი დავითაძე წარადგინეს, კენჭისყრაში მონაწილეობას არც „პატრიოტთა ალიანსი“ აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]