weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ასოცირების დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის ოფიციალურად ამოქმედდა

17:57 სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017

საქართველოსა და ევროკავშირის მიერ შიდა პროცედურების დასრულების შედეგად, ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის, რაც საქართველოს აძლევს საშუალებას, 2020 წლამდე მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს.

ასოცირების დღის წესრიგი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ძირითადი განმახორციელებელი ინსტრუმენტია და მოიცავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ კონკრეტულ პრიორიტეტებს, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ყველა სფეროში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ასოცირების დღის წესრიგის პირველი ფაზის (2014-2016 წლები) პრიორიტეტების განხორციელების კუთხით.

„ქვეყნის მიერ ამ პერიოდში გატარებული ძირეული რეფორმები, რომლებმაც უზრუნველყო ქვეყნის პროგრესი და წინსვლა ღრმა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ ევროკავშირთან, აღიარებული და პოზიტიურადაა შეფასებული ახალ დღის წესრიგში.

ამჟამად საქართველო ასოცირების შეთანხმების განხორციელების აქტიურ ფაზაში იმყოფება - მიმდინარეობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან, ინტენსიურად ინერგება ევროპული სტანდარტები სხვადასხვა სფეროში, ვითარდება და ღრმავდება დარგობრივი თანამშრომლობა, აქტიურად მიმდინარეობს ევროპული პრაქტიკის დამკვიდრება და ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობის გზით და ა.შ.. შესაბამისად, ასოცირების ახალი დღის წესრიგი ამ მისწრაფებასაც ასახავს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განახლებული დღის წესრიგი ითვალისწინებს პრიორიტეტებს, ისეთ სფეროებში როგორიცაა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და ინსტიტუციების გაძლიერება; საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები; ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; კომუნიკაციები, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა, კლიმატი და სამოქალაქო დაცვა; მობილობა და ხალხთა შორის კავშირები.

პრიორიტეტების განხორციელების პროცესში ევროკავშირი მზად არის სოლიდური ფინანსური თუ ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს. ამ მიზნით ევროკავშირმა შეიმუშავა ახალი მრავალწლიანი ჩარჩო (2017-2020) – Single Support Framework, რომელიც ითვალისწინებს ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერას, მათ შორის საექსპერტო დახმარებით, საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარებით, საქართველოში შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერებით და შესაძლებლობათა განვითარებით.

უსაფრთხოების სფერო ასოცირების ახალ დღის წესრიგში ცალკე პრიორიტეტად იქნა გამოყოფილი.

„დღის წესრიგში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას, რომელიც რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის ფონზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უცვლელი პრიორიტეტია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]