საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებიან, კვამლი ამოდის. ცეცხლი მე–3 და მე–4 სართულებზეა გავრცელებული. ჩამსხვრეულია რამდენიმე ბინის ფანჯრები. ადგილზე სპეცრაზმი, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში, რომელიც სპეცოპერაციის ადგილთან ახლოს მდებარეობს, სასწავლო პროცესი გადაიდო.