weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეროვნულმა არქივმა ნიკო ბურის დღიური გამოსცა

12:03 ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017

ეროვნული არქივის ინფორმაციით, დღიურში ავტორი თავის ყოველდღიურ ცხოვრებასა და განცდებს აღწერს. 1899 წელს აფრიკაში ლომებზე სანადიროდ წასული ნიკო ბაგრატიონის მოგზაურობას დაემთხვა ინგლისის მიერ სამხრეთ აფრიკის (ბურების) რესპუბლიკის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები.

„გამახსენდა საყვარელი საქართველო! მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი - დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა“, - წერს ნიკო ბური.

ის ომში ჩაერთო და პოლკოვნიკის რანგში ბურების მხარეს იბრძოდა. ომის დასასრულს ტყვედ ჩავარდა და წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს, სადაც მემუარებისა და მცირე დღიურის წერას შეუდგა.

ომის შემდეგ ნიკო ბური საქართველოში დაბრუნდა, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დარჩა თბილისში და ოპოზიციაში ჩაუდგა ადგილობრივ ბოლშევიკებს. გადმოცემით, ის ცხოვრების ბოლო წლებში თბილისის ბაზარში სიგარეტით ვაჭრობდა.

ნიკო ბურის დღიურის ორიგინალი შედგენილია რუსულ ენაზე და დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში, ნიკო ბურის პირად საარქივო ფონდში. დღიური თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა ეროვნული არქივის თანამშრომელმა თამარ გაბუნიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]