სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლი ინგოროყვას კლინიკაში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ის მონაწილეობას იღებდა სპეცოპერაციაში, რომელიც ისნის რაიონში ამ დრომდე გრძელდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, პირები, რომელთა დასაკავებლადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან. სუს-ში განაცხადეს, რომ სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე დანაშაულებრივ ჯგუფთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა მათ სამართალდამცავებისთვის ჩაბარებაზე უარი თქვეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს.