საქართველოს თავდაცვის სმაინისტროს ინფორმაციით, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მაიორ პაპუნა ხორავას, კაპრალ ომარ ბერიძისა და კაპრალ ნუგზარ ოსანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის ქართველი სამშვიდობოები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან, სადაც მათ საჭირო სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებს.