weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან - გიორგი გახარია

12:01 ხუთშაბათი, 23 ნოემბერი 2017

„ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. გამოძიებას უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში, ისნის რაიონში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

მინისტრმა არ დაასახელა ის ქვეყნები, სადაც თბილისში გამოვლენილ შესაძლო ტერორისტულ დანაშაულთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

„ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის არ აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება დღეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზების ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული მსჯელობისგან, ალბათ, სჯობს თავი შევიკავოთ. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას“,- განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, არის თუ არა სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა შორის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების „იარმუკის“ მეთაური ახმედ ჩატაევი, გახარაიამ უპასუხა: „კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას“.

თადარიგის პოლკოვნიკმა დავით მაყიშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა ახმედ ჩატაევი იყოს.

21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. ოფიციალური ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, ერთი კი დაკავებულია. გარდაიცვალა სპეცრაზმის 1 თანამშრომელი. დაჭრილია 4 სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება მომხდართან დაკავშირებით. უცნობია რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები და რომელ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ ისინი.

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელის უმარ იდიგოვის განცხადებით, ოჯახი, რომლის წინააღმდეგაც თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა, საქართველოში ჩეჩნეთიდან იყო ჩამოსული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]