weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისის მერი აღებულ ხელფასს მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯავს

14:06 ხუთშაბათი, 23 ნოემბერი 2017

თბილისის მერი კახა კალაძე ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მიღებულ ხელფასს მთლიანად ქველმოქმედებისთვის გაიღებს. აღნიშნული ინფორმაცია თბილისის მერიამ სააგენტო „აქცენტს“ დაუდასტურა.

„რეგინფო“ წერდა, რომ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე საქართველოში მოქმედ თანამდებობის პირებს შორის ქველმოქმედებაში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს. ბოლო სამი წლის განმავლობაში მან საქველმოქმედო მიზნით 446 560 ლარი დახარჯა, აქედან 2016 წელს - 300 000 ლარი. 

ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, 2014 წელს ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა ქველმოქმედებაში 67 884 ლარი დახარჯა. მათ შორის, 7 884 ლარი ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს ჩაურიცხა, სხვადასხვა სახის ქველმოქმედებისთვის კი 60 000 ლარი გაიღო. 

2015 წელს კახა კალაძის მიერ ქველმოქმედებაში დახარჯულმა თანხამ 74 676 ლარი შეადგინა. იმავე წელს მან 4 000 ლარით დააფინანსა დოკუმენტური ფილმის „შინდისის გმირები“ გადაღება. ყველაზე მეტი თანხა საქველმოქმედო მიზნებისათვის კახა კალაძემ 2016 წელს დახარჯა - 300 000 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]