თელავის რეფერალური საავადმყოფის დირექტორის ზაზა კოპლატაძის ინფორმაციით, მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.
სოფელ აკურაში ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. როგორც „რეგინფოს“ აკურაში გამგებლის სპეციალისტმა მარიამ თანდილაშვილმა უთხრა, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ კულტურის სახლს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. მისივე თქმით, დაშავებულები გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანის მცხოვრებლები არიან.
ავარიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. საქმეს საპატრულო პოლიცია იძიებს.