weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევი მოკლეს - თურქული მედია

01:35 პარასკევი, 24 ნოემბერი 2017

საქართველოს პოლიციამ ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" (იგივე დაეში) სტამბოლის ქსელის ჩეჩენი ლიდერი ახმედ ჩატაევი მოკლა, რომელმაც 2016 წელს, ათათურქის აეროპორტში სამმაგი აფეთქება განახორციელა, - ამის შესახებ თურქული მედია წერს.

Habertürk daily-ს მიხედვით, საქართველოს პოლიციამ თბილისში 17-საათიანი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა, რომლის სამიზნეც დაეში იყო და ჩეჩნური წარმოშობის 3 ტერორისტი მოკლა.

"არსებული ინფორმაციით, პოლიციასა და ტერორისტებს შორის შეტაკებები მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს ბინა, სადაც ეჭვმიტანილები ცხოვრობდნენ.

ჩატაევი ერთ-ერთ ეჭვმიტანილია სასიკვდილო თავდასხმაში, რომელსაც გასულ წელს 45 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, მან თვითმკვლელი თავდამსხმელებისთვის საცხოვრებელი იშოვა.

ტერორისტმა სავარაუდოდ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და ცხოვრობდა ბინაში, რომელიც სხვა ჩეჩენის, სახელად ასლანბეგ ჯაბრაილოვის სახელზეა რეგისტრირებული.

2015 წლის შემდეგ თურქეთი დაეშის სასიკვდილო თავდასხმების ტალღის სამიზნე გახდა. ბოლო წლებში დეპორტირებულ იქნა დაეშის საქმიანობაში 5000-ზე მეტი ეჭვმიტანილი, მათ შორის 95 ქვეყნის წარმომადგენელი 3290 ტერორისტი, რაც იყო თურქეთის მცდელობა ქვეყნის შიგნით შეეჩერებინა დაგეგმილი თავდასხმები და დაეშალა ტერორისტული ქსელი და ის უსაფრთხო სახლები, რომლებიც ლოჯისტიკურ დახმარებას უწევდნენ სირიასა და ერაყში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებას. ამის შედეგად თურქეთი დაეშის პირდაპირი სამიზნე გახდა. დაჯგუფებამ მრავალი თავდასხმა განახორციელა უსაფრთხოების ძალებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე. მათ შორის, 2015 წლის 10 ოქტომბერს ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 102 ადამიანი დაიღუპა და 400 დაიჭრა", - წერს Daily Sabah.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

საქართველოს პროკურატურამ სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ ს. დ-ს ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]