weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყვარლის გამგეობამ და საკრებულომ რესტორნებში 60 000-მდე ლარი დახარჯეს

17:35 შაბათი, 25 ნოემბერი 2017
ფოტოზე ყვარლის ყოფილი გამგებელი ილია მზექალაშვილი ფოტოზე ყვარლის ყოფილი გამგებელი ილია მზექალაშვილი

ყვარლის გამგეობამ და საკრებულომ 2015-2016 წლებში მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა რესტორნებში 90-ჯერ უმასპინძლეს, რაშიც ბიუჯეტიდან 59 400 ლარი დაიხარჯა. გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბრძანებებარ მიუთითეს ჩატარებლი ღონისძიებების დასახელება, მასპინძლებისა და სტუმრების რაოდენობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2015-2016 წლებში ყვარლის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლობითმა ხარჯებმა ჯამში 69 000 ლარი შეადგინა. ამ ხარჯებიდან დაფინანსებულია სხვადასხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით მოწვეული სტუმრების გამასპინძლება, გადასაცემი საჩუქრები, ფურშეტებისა და წვეულებების მოწყობა და სხვ. 

აუდიტის მასალებში აღნიშნულია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ სტუმრების გამასპინძლებისთვის სხვადასხვა რესტორნის მომსახურებაში ორ წლის განმავლობაში სულ გახარჯულია 59 400 ლარი. აქედან, 2015 წელს 44 შემთხვევში გაწეულია 30 800 ლარის ხარჯი, 2016 წელს კი 46 შემთხვევაში დაიხარჯა 28 600 ლარი. შესაბამისად, სარესტორნო ხარჯები გაწეულია თვეში საშუალოდ 3-4 ჯერ. 

კანონმდებლობის თანახმად, წარმომადგენლობითი ხარჯების მოიცავს მიღებების, წვეულებებისა და ღონისძიებებისათვის, სუვენირების შეძენა-დამზადების, სატრანსპორტო მომსახურების, აგრეთვე სასტუმროში მომსახურების ხარჯებს. მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული ხარჯების გაწევის აუცილებლობა უნდა იყოს დოკუმენტურად სათანადოდ დასაბუთებული. 

აუდიტის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ყვარლის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულია 155 თანამშრომელი, რომელთაგან 13 შტატგარეშე მოსამსახურეა. 2015-2016 წლებში დასაქმებულ პირებზე შრომის ანაზღაურების სახით სულ გაცემულია 2 946 900 ლარი, მათ შორის, პრემია და დანამატი - 464 100 ლარი. გარდა ამისა, გამგეობისა და საკრებულოს 34 თანამშრომელზე გაცემულია 280 300 ლარის საწვავი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]