რუსული მედიის ცნობით, რაულ ხაჯიმბა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ცხინვალში რაულ ხაჯიმბასთან ერთად აფხადეთის დე ფაქტო მთავრობის წევრებიც იმყოფებიან, რომელთა შორის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვეც არის.
2017 წლის ივლისში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ურთიერთობების განვითარების შესახებ იმსჯელეს.