weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

"ლეოგრანდში" თითოეული დაღუპულის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა – აჭარის მთავრობა

20:18 კვირა, 26 ნოემბერი 2017

სასტუმრო "ლეოგრანდში" დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გაიღებს, ხოლო თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის აპარატში გამართულ მთავრობის საგანგებო თათბირზე მიიღეს.

"ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი", – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაშავდა. დაღუპულებიდან 10 საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი ირანის მოქალაქე.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ, შენობას სახანძრო უსაფრთხოების სისტემა არ აქვს. თვითმხილველები კი ამბობენ, რომ დაკვამლიანების შემდეგ როცა შუქი გაითიშა, სასტუმროში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ჩაირთო და წყალი იღვრებოდა, თუმცა ადამიანებს სუნთქვა მაინც უჭირდათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სულხან ღლონტის განცხადებით, იმის გამო, რომ სასტუმრო „ლეოგრანდმა“ სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა, მან 2017 წელს ტურიზმის დეპარტამენტის ხარისხის ნიშანი ვერ მიიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით,27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]