weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშები დაუშვეს

11:09 ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე, მათ შორის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პრეზიდენტის სასახლეზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე.

24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 დაშავდა. დაღუპულებიდან 10 საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი ირანის მოქალაქე.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, შენობას სახანძრო უსაფრთხოების სისტემა არ აქვს. თვითმხილველები კი ამბობენ, რომ დაკვამლიანების შემდეგ როცა შუქი გაითიშა, სასტუმროში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ჩაირთო და წყალი იღვრებოდა, თუმცა ადამიანებს სუნთქვა მაინც უჭირდათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სულხან ღლონტის განცხადებით, იმის გამო, რომ სასტუმრო „ლეოგრანდმა“ სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა, 2017 წელს ტურიზმის დეპარტამენტის ხარისხის ნიშანი ვერ მიიღო.

თავად სასტუმროს მფლობელმა, ეროლ ავგორენმა დღეს განმარტა, რომ უსაფრთხოების ნორმები სტანდარტებთან შესაბამისობაში იყო და მას არ აქვს ინფორმაცია სასტუმროს დაჯარიმების შესახებ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]