weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალქალაქში პარლამენტის დეპუტატის კუთვნილი ავეჯის მაღაზია გაქურდეს

18:35 ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017

ახალქალაქში ავეჯის მაღაზია გაქურდეს, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, სამველ მანუკიანს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. Jnews-ის ცნობით, მაღაზიიდან დაახლოებით 12 000 აშშ დოლარია წაღებული. ფულთან ერთად ქურდებმა ის ვიდეოკამერებიც წაიღეს, რომლებიც მაღაზიის ტერიტორიას აკონტროლებდნენ.

ქურდობის ფაქტი 27 ნოემბერს, ღამით მოხდა. ბოროტმოქმედებმა ავეჯის მაღაზიაში მინის კარის გატეხვით შეაღწიეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

Jnews-ის ინფორმაციით, ბოლო დროს ახალქალაქში ქურდობის შემთხვევები გახშირდა, პოლიციის მიერ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი დაბალია.

სამველ მანუკიანი IX მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ის საკანონმდებლო ორგანმოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]