weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„ევროპული საქართველო“ თეა წულუკიანს და ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს

11:16 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტში იბარებს.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კპანაძის განცხადებით, ისინი პასუხს ითხოვენ კითხვებზე, იგეგმებოდა თუ არა ტერაქტი საქართველოში და როგორ შემოაღწიეს ტერორისტებმა ქვეყანაში.

„პარლამენტში მოვიდეს ერთი მხრივ, სუს-ის ხელმძღვანელობა და მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რათა მათ მოგვცენ განმარტება მთელ რიგ კითხვებთან დაკავშირებით. კერძოდ - იყო თუ არა ნამდვილად ჩატაევი ამ ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული. თუ იყო, როგორ მოხვდა ის საქართველოში, როგორ მოხვდა ეს ჯგუფი ზოგადად საქართველოში და რა მიზნებს ისახავდნენ ისინი, აპირებდნენ თუ არა ტერაქტის მოწყობას, როგორ შემოიტანეს მათ იარაღი საქართველოში. ეს არის კითხვები, რომელზეც ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხები საჯაროდ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

პროკურატურამ სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ ს. დ-ს ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და ის სპეცოპერაციის დაწყებამდე რამენიმე საათით ადრე მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მედიით გავრცელებული ინფორმაციით ის ან სურხო დუდაევია (ლაფანყურის საქმის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც მაშინ ცოცხალი გადარჩა) ან საედი დუდაევია.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, დაჯგუფება „იარმუკის“ მეთაური ახმედ ჩატაევია. 26 ნოემბერს, სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს. მისივე თქმით, გარდაცვლილი პირების ვინაობა ექსპერტიზების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის სამიზნე ბინაში მყოფმა შეიარაღებულმა ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა მას შემდეგ, რაც ბინიდან გამოქცეული შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ისროდა, სამართალდამცავებმა ეზოში მოკლეს. ტელეკომპანიების „იმედის“ და „რუსთავის 2“-ის მიერ გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანს აფეთქების შედეგად დანაწევრებული ცხედარი, რომელშიც ჩატაევი მისმა ნაცნობებმა ამოიცნეს. ცხედარს პროთეზი ჰქონდა. ცნობილია, რომ ჩატაევს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად მარცხენა ფეხი მოკვეთილი ჰქონდა და პროთეზს ატარებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]