weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა

16:16 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე „ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დიდი პალატის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  ვანო მერაბიშვილის  მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები) მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) ერთობლიობაში.

მერაბიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად იქნა აღიარებული და ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.

„სასამართლოს დიდმა პალატამ ძალაში დატოვა სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე და ჩვენ მოვიგეთ საქმე, რომელიც ეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობას. სასამართლომ ძალაში დატოვა მე-18 მუხლის დარღვევა, რომლითაც წარსულში პოლიტპატიმრებად ცნო იულია ტიმოშენკო და იური ლუცენკო. მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, თუ სურთ ზიანის შემცირება, რომელიც მიადგება საქართველოს იმიჯს, მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების თაობაზე“, - ამბობს კახიძე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ მე-18 მუხლის დარღვევა პირველად 2016 წლის ივნისში დაადგინა, რაც საქართველომ გაასაჩივრა. სასამართლოს დიდმა პალატამ საქმე ხელახლა განიხილა, დღეს კი გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, 2013 წლის 17 დეკემბერს, ღამის საათებში ის ციხიდან გაიყვანეს მთავარ პროკურორთან შეხვედრის მიზნით.  მერაბიშვილის თქმით, მთავარი პროკურორი ცდილობდა მისი პატიმრობა გამოეყენებინა და ზეწოლით მოეპოვებინა ინფორმაცია სხვა მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზეც.

მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]