weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ცესკოს თავმჯდომარემ ერთ წელში 197 307 ლარის ოდენობით ხელფასი და დანამატები მიიღო

13:48 ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, რომლის ძირითადი თანამდებობრივი სარგო თვეში 5500 ლარია, 2016 წელს 197 307 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 16 442 ლარს შეადგენს.

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ცესკოს თავმჯდომარის მიერ 2016 წლის განმავლობაში მიღებულმა ძირითადმა ხელფასმა 66 000 ლარი, ხოლო პრემია-დანამატებისა და საარჩევნო პერიოდში გაცემული დამატებითი ხელფასის სახით გაცემულმა თანხამ კი 131 307 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთ თვეში, - 2016 წლის ოქტომბერში, - თამარ ჟვანიას ანაზღაურება 27 500 ლარი იყო. 

გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული მასალის მიხედვით, თამარ ჟვანიამ 2017 წლის იანვარში, მარტში, აპრილსა და ივნისში 11 ათასი ლარი მიიღო, სექტემბერში - 16 500 ლარი, ოქტომბერში - 22 000 ლარი, ხოლო ნოემბერში - 15 766 ლარი. 

2016 წელს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ 168 608 ლარი მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 14 050 ლარია, ხოლო კომისიის მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა 165 021 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 13 751 ლარი

იმავე წელს ცესკოს კომისიის წევრების, თანამდებობის პირებისა და ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებისთვის ჯამში 9 436 279 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, ხელფასების სახით გაცემულმა თანხამ 4 990 054 ლარი, დანამატებმა 2 969 058 ლარი,1 477 167 ლარი კი პრემიის სახით იქნა გაცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]