„ზაზა მიგრიაული პროფესიით ფინანსისტია და ბევრი წარმატება გვექნება ამ საკითხებში. რაც შეეხება, ვანო ნასყიდაშვილს, რომელიც გამგებლის ყოფილი მოადგილეა, ის ინფრასტრუქტურის საკითხებს გაუძღვება. მისი გამოცდილება და სამუშაო სტაჟი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავტოვოთ და შემდეგში ჩვენთან ერთად გააგრძელოს მუშაობა“, - განაცხადა ახმეტის მერმა პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში.
ზაზა მიგრიაული 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად „ქართული ოცნების“ პარტიული სიით საკრებულოს წევრი გახდა. ვიცე-მერად დანიშვნის შემდეგ, მას საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება. ზაზა მიგრიაული 2000-2007 წლებში გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ფინანსური დირექტორი იყო. 2009-2015 წლებში „სოკარ ჯორჯია გაზში“ ბიუჯეტის დაგეგმვის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. 2016 წლიდან კი ახმეტაში „სოკარ ჯორჯია გაზის“ დისტრიბუციის ანალიზის სამსახურის უფროსი იყო.
რაც შეეხება ვანო ნასყიდაშვილს, 2002-2006 წლებში ის ქალაქ ახმეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობდა; 2006-2008 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე იყო; 2008 წლიდან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავდებდა.