მესტიის საავადმყოფოს მენეჯერის თეზო ჩართოლანის ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა და ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი მამაკაცი სოფელ ეცერიდან იყო. ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
შს სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.